Thursday, 20 May 2010

!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ბავშვებო დიდ ბოდიშს გიხდით დავალებების დადება რომ შევწყვიტე, მაგრამ ხვალიდან, 21.05.10-იდან ისევ განახლდება დავალებების დადება.

ასევე ჩვენ ქართულში ვწერთ ტესტებს, რომლის დაკარგვის შემთხვევაში შეგიძლიათ ნახოთ ლელას ან ჩემს ბლოგზე და დაწეროთ რვეულში!

ტესტი 3


1.რა მოიმოქმედა როსტევანმა უცხო მოყმის დანახვის შემდეგ?(3 ქულა)
2. რა რჩევა მისცა თინათინმა მამას? (3 ქულა)
3. ვის ეკუთვნის შემდეგი სიტყვები– „კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს“ და რატომ ამბობს? (2 ქულა)
4. გადმოეცი შენი სიტყვებით: „თქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს“. (1 ქულა)
5. რა დავალება მისცა თინათინმა ავთანდილს? ( 2 ქულა)
6. თინათინის აზრით, რის გამო ჰმართებს ავთანდილს მისი სამსახური? (2 ქულა)
7. ვინ მოინახულა ავთანდილმა წასვლის წინ და რა დავალება მისცა მას? (3ქულა)
8. გადმოეცი შენი სიტყვებით:
I. „ფათერაკი სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს თუნდა ასი:(1.5ქ)
II. მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი:(1.5ქ)
III. აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი:(1.5ქ)
IV.წიგნსა მოგცემ, გმორჩლებდეს, ვინცა იყოს ჩემი ხასი.“ (1.5ქ)

ტესტი 2

1.რას გვაუწყებს ენათა გამრავლებაზე „საღმრთო წიგნი“?(3 ქულა)
2. რას ნიშნავს გამოთქმა „ბაზრობაზე ბაბილონის ენათა აღრევაა“?
ა. ბაზრობაზე ცათამბრჯენია აღმართული
ბ. ბაზრობა ციხის ეზოშია გამართული
გ. ბაზარში უწესრიგობა და არეულობაა (1 ქულა)
3. რა იყო ნამდვილი დამწერლობის წინა საფეხური? (2 ქულა)
4. რა არის ბგერა და რა არის ასო? (2 ქულა)
5. შეტყობინების გადაცემის რა საშუალებები არსებობდა ძველ დროში? (3 ქულა)
6. რამდენი ასო აკლია ქართულ მრგვლოვან ანბანს ასომთავრულთან და ნუსხურთან შედარებით? (1 ქულა)
7. რაზე წერდნენ და რით წერდნენ ჩვენი წინაპრები? (4 ქულა)
8. ვინ არის მჩხაბავი?
ა. ვინც ლამაზად წერს
ბ. ვინც სუფთად წერს
გ. ვინც ცუდად წერს (1 ქულა)
9. რა ეწოდება კილოს სხვაგვარად?
ა. დიალექტი
ბ. გრამი
გ. ლექსი (1 ქულა)
10. ჩამოთვალე ქართული ენის დიალექტები.

ტესტი 1

1.გაიხსენე ხალხური ლექსი „მუმლი მუხასა“ . როგორ არის გადმოცემული სათქმელი ამ ლექსში?(3 ქულა)
2. როგორ დაიტირა ბუნებამ ჯარჯი? (3 ქულა)
3. დაწერე ფრაზა, რომლითაც გადმოსცემ ზღაპარი „ორი ძმის“ მორალს.(2 ქულა)
4. რა ეწოდება სხვაგვარად ხალხურ შემოქმედებას? (შემოხაზე სწორი ვარიანტები)
ა. ზეპირსიტყვიერება
ბ. ფოლკლორი
გ. ხალხური სიტყვიერება (1 ქულა)

5. შემოხაზე ხალხური სიტყვიერების ჟანრები:
ა. რომანი დ. ლექსი
ბ. გამოცანა ე. ჰაიკუ
გ. ანდაზა ვ. ზღაპარი (1 ქულა)
6. ჩასვით გამოტოვებული სტრიქონი:

  • "შემოაწვინეს კარზედა

- - - - - - - - - - - - - ,
გადაგლეჯილი თავ–პირი,
ყორნის დათხრილი თვალნია."


  • "ნახეს, უცხო მოყმე ვინმე,ჯდა მტირალი წყლისა პირსა,

შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა,
ხშირად ეხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა,
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - ."

  • "ჯარჯი ჩახედავს ჯიხვებსა

- - - - - - - - - - - - - - - ,
რქა რქაზე გადაუწყვიათ,
ანგელოზებსა ჰგვანანო."


  • "მას ტანსა კაბა ემოსა გარე-თამა ვეფხის ტყავისა,

ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა,
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -:
ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა."
(10 ქულა)

ტესტის მაქსიმალური ქულა: 20

Wednesday, 7 April 2010

ქართული:
უნდა მოვამზადოთ:
სახელმძღვანელოდან 38–ე პარაგრაფი (ზმნა და წინადადება)
რვეულიდან 38–ე დავალება.
რომელია სწორი?–
1. გაყიდვაშა, ხმარებაშია, შეხებაშია, შეტევაშია?
2. სწორედ თუ სწორად? 

მათემატიკა: გვ 119-120

ინგლისური: მე-4 თავი თხრობით მე-2 ნაწილი. 

ფრანგული: ტექსტი კარგად კითხვით გვ. 80.სიტყვები ზეპირად

ისტორია: გვ 70-75  --

Tuesday, 6 April 2010

06.04.2010

ქართული:
გიორგი ლეონიძე – "ჩირიკი და ჩიკოტელა"

წერითი დავალება :

1. როგორ აჯობა მტრობას სიყვარულმა?

2. დაწერე პატარა თხზულება შემდეგი გამონათქვამების გამოყენებით: (სათაური თავად შეურჩიე!)

"ჭირი არ წავა უჭიროდ, თუ ჭირის დედა მთელია".  

"ცეცხლს წყალი დროზე უნდა მიუსხა".

"ჭირის თქმა ხომ დამწვარ გულს ანელებს".

"ჭირს ნუ დაუწვები, უფრო დაგაწვება! სთქვი გულის საწნეხი".


მათემატიკა: გვ. 106-107.


ინგლისური: round-up მე-5 თავი მთლიანად.


ისტორია: ახალ აღთქმაში რაც წაგვიკითხა თაკომ გავაგრძელოთ წაკითხვა.


ქიმია: ვნახოთ რმელიმე ვიტამინის ეტიკეტზე, რა ელემენტის ატომები შედის მასში და ჩამოვწეროთ. გვ. 42-43 თხრობით და მწვანე დავალებბი დასაწერი. ბოლოში ცხრილი სასწავლი ზეპირად. 

Saturday, 3 April 2010

03/04/10

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! მრავალს დაესწარით! ქრისტე აღსდგა!

სამშაბათისთვის (5.04.10) უნდა მოამზადოთ: 

ქართული: 
გიორიგი ლეონიძე – "ჩირიკი და ჩიკოტელა" (თხრობით).
წერითი დავალება:
1. ამოიწერე მეხუთე ნაწილიდან ჩირიკისა და ჩიკოტელას დამახასიათებელი თვისებები.
2. განმარტე ხალხური გამონათქვამი : "– აგერ მოილახვრება პირქვე დასამარხავი!– იტყოდა ჩირიკის დანახვაზე გაშავრკინებული ჩიკოტელა".
3. იმსჯელე ჩირიკის ნათქვამზე :" კაცი მიწამტვერიაო, დღე არა აქვს ბევრიაო".
 4. დაწერე პატარა თხზულება შემდეგი გამონათქვამების გამოყენებით: (სათაური თავად შეურჩიე!)
"ჭირი არ წავა უჭიროდ, თუ ჭირის დედა მთელია".  
"ცეცხლს წყალი დროზე უნდა მიუსხა". 
"ჭირის თქმა ხომ დამწვარ გულს ანელებს".
"ჭირს ნუ დაუწვები, უფრო დაგაწვება! სთქვი გულის საწნეხი". 
5. მოთხრობიდან ამოიწერე ჩიკოტელას ცოლის, თაშნეურას, დამახასიათებელი თვისებები.

ინგლისური: დავწეროთ მე-3 თავის ყველა და მე-4 თავის პირველი და მე-2 სავარჯიშოები. თხრობით მე-4 თავი მთლიანად.

მათემატიკა: გვ. 102-104. (104-ე გვერდძე ცხრილი რვეულში)

ფრანგული:სიტყვები ზეპირად.