Thursday 27 May 2010

დავალებები 38/05/10-ისთვის

ლიტერატურა: შემაჯამებელი ტესტი 7
ინგლისური: ჩვენ ჩვენი სიტყვები ძალიან კარგად!! არ დაგავიწყდეთ ამაზეა დამოკიდებული ტქვენი კვირის რეიტინგი!!!
მატემატიკა: გვ. 207 გადავწეროთ და ვისწავლოთ!
ისტორია: ტესტი პირველი და მ ეორე კარის მიხედვით
ქიმია:გვ. 56-57 დასაწერად ლურჯი სავარჯიშოები.

Tuesday 25 May 2010

ტესტი 7

1. როგორი მეფე მართავდა სახელმწიფოს იგავში "უკან მიდევნებული ლამპარი"? (2ქულა)
2. გაიხსენე და შეადარე იგავების -"უკან მიდევნებული ლმაპარი" და " ძუნწი და ოქრო"- მორალი. (4ქულა)
3. რა არის იგავის-" მოხერხებული არაბის" - მორალი?(2ქულა)
4.რატომ გაუმრავლა ღმერთმა ძმებს საზრდო იგავში "ორი ძმა"? (2ქულა)
5. გაიხსენე და დაწერე მორალი იგავისა "აქლემი და ვირი". (2ქულა)
7. იგავ-არაკები ხშირად ცხოველების შესახებ გვიყვებიან, თუმცა იგულისხმება ადამიანი, ადამიანის გასაკიცხი თვისებები.რა ჰქვია ამბის გადმოცემის ამ ხერხს, რომელსაც მეიგავე იყენებს? (2ქულა)
8. რა დარიგებას აძლევს დავით გურამიშვილი მოსწავლეებს? (4 ქულა)

დავალებები 27/05/10-ისთვის

ქართული ენა : 57-58 და ტესტი 7
ფრანგული: სიტყვები და ფრაზები ზეპირად, ასევე ზმნების გამგზავრება და მოსვლის უღლება. ტექსტი კარგად კითხვით

ისტორია: ტესტი!!!!!! პირველი და მეორე კარი!!!

Thursday 20 May 2010

!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ბავშვებო დიდ ბოდიშს გიხდით დავალებების დადება რომ შევწყვიტე, მაგრამ ხვალიდან, 21.05.10-იდან ისევ განახლდება დავალებების დადება.

ასევე ჩვენ ქართულში ვწერთ ტესტებს, რომლის დაკარგვის შემთხვევაში შეგიძლიათ ნახოთ ლელას ან ჩემს ბლოგზე და დაწეროთ რვეულში!

ტესტი 3


1.რა მოიმოქმედა როსტევანმა უცხო მოყმის დანახვის შემდეგ?(3 ქულა)
2. რა რჩევა მისცა თინათინმა მამას? (3 ქულა)
3. ვის ეკუთვნის შემდეგი სიტყვები– „კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს“ და რატომ ამბობს? (2 ქულა)
4. გადმოეცი შენი სიტყვებით: „თქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს“. (1 ქულა)
5. რა დავალება მისცა თინათინმა ავთანდილს? ( 2 ქულა)
6. თინათინის აზრით, რის გამო ჰმართებს ავთანდილს მისი სამსახური? (2 ქულა)
7. ვინ მოინახულა ავთანდილმა წასვლის წინ და რა დავალება მისცა მას? (3ქულა)
8. გადმოეცი შენი სიტყვებით:
I. „ფათერაკი სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს თუნდა ასი:(1.5ქ)
II. მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი:(1.5ქ)
III. აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი:(1.5ქ)
IV.წიგნსა მოგცემ, გმორჩლებდეს, ვინცა იყოს ჩემი ხასი.“ (1.5ქ)

ტესტი 2

1.რას გვაუწყებს ენათა გამრავლებაზე „საღმრთო წიგნი“?(3 ქულა)
2. რას ნიშნავს გამოთქმა „ბაზრობაზე ბაბილონის ენათა აღრევაა“?
ა. ბაზრობაზე ცათამბრჯენია აღმართული
ბ. ბაზრობა ციხის ეზოშია გამართული
გ. ბაზარში უწესრიგობა და არეულობაა (1 ქულა)
3. რა იყო ნამდვილი დამწერლობის წინა საფეხური? (2 ქულა)
4. რა არის ბგერა და რა არის ასო? (2 ქულა)
5. შეტყობინების გადაცემის რა საშუალებები არსებობდა ძველ დროში? (3 ქულა)
6. რამდენი ასო აკლია ქართულ მრგვლოვან ანბანს ასომთავრულთან და ნუსხურთან შედარებით? (1 ქულა)
7. რაზე წერდნენ და რით წერდნენ ჩვენი წინაპრები? (4 ქულა)
8. ვინ არის მჩხაბავი?
ა. ვინც ლამაზად წერს
ბ. ვინც სუფთად წერს
გ. ვინც ცუდად წერს (1 ქულა)
9. რა ეწოდება კილოს სხვაგვარად?
ა. დიალექტი
ბ. გრამი
გ. ლექსი (1 ქულა)
10. ჩამოთვალე ქართული ენის დიალექტები.

ტესტი 1

1.გაიხსენე ხალხური ლექსი „მუმლი მუხასა“ . როგორ არის გადმოცემული სათქმელი ამ ლექსში?(3 ქულა)
2. როგორ დაიტირა ბუნებამ ჯარჯი? (3 ქულა)
3. დაწერე ფრაზა, რომლითაც გადმოსცემ ზღაპარი „ორი ძმის“ მორალს.(2 ქულა)
4. რა ეწოდება სხვაგვარად ხალხურ შემოქმედებას? (შემოხაზე სწორი ვარიანტები)
ა. ზეპირსიტყვიერება
ბ. ფოლკლორი
გ. ხალხური სიტყვიერება (1 ქულა)

5. შემოხაზე ხალხური სიტყვიერების ჟანრები:
ა. რომანი დ. ლექსი
ბ. გამოცანა ე. ჰაიკუ
გ. ანდაზა ვ. ზღაპარი (1 ქულა)
6. ჩასვით გამოტოვებული სტრიქონი:

  • "შემოაწვინეს კარზედა

- - - - - - - - - - - - - ,
გადაგლეჯილი თავ–პირი,
ყორნის დათხრილი თვალნია."


  • "ნახეს, უცხო მოყმე ვინმე,ჯდა მტირალი წყლისა პირსა,

შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა,
ხშირად ეხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა,
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - ."

  • "ჯარჯი ჩახედავს ჯიხვებსა

- - - - - - - - - - - - - - - ,
რქა რქაზე გადაუწყვიათ,
ანგელოზებსა ჰგვანანო."


  • "მას ტანსა კაბა ემოსა გარე-თამა ვეფხის ტყავისა,

ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა,
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -:
ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა."
(10 ქულა)

ტესტის მაქსიმალური ქულა: 20