Wednesday 31 March 2010

31.03.10

ქართული: ხვალ, ხუთშაბათს, ქართული ენის გაკვეთილი იქნება შემაჯამებელი: გავიმეორებთ განვლილ მასალას, გავაანალიზებთ ტესტს და მის შედეგებს. გაკვეთილზე მომზადებულები რომ იყოთ, ამისათვის გადახედეთ პარაგრაფებს სახელმძღვანელოში (21–37) და საკითხებს "რომელია სწორი?"

ინგლისური: გვ. 14, მე-3 გაკვეთილი(where is buckingham palace)  ბოლომდე, კარგად თხრობით. 

ფრანგული: გვ. 78-79 უნდა წავიკითხოთ(გვერდზე ყვითელ ჩარჩოში ჩასმული დიალოგი და შუაში, ნიკოლასა და პოლინის საუბარი).

ისტორია: გვ. 64-65 გადავხედოთ. გვ. 68-69 თხრობით. კომპიუტერში ან წიგნებში უნდა მოვიძიოთ ინფორმაცია მოყვარულ არქეოლოგ ჰ. შლიმანზე. 



Tuesday 30 March 2010

30/03/10

ქართული:

გიორგი ლეონიძე – "ჩირიკი და ჩიკოტელა" (IV ნაწილი, გვ.103– 105; ".... საქციელით").

წერითი დავალება:
1. განმარტე სქოლიოში მოცემული სიტყვები და წინადადებები გადმოეცი სალიტერატურო ქართულით.
2. დაწერე პატარა თხზულება, სათაური შეარჩიე თავად!

სამუშაო სათაური: როგორ ცდილობდნენ მეზობლები ჩირიკისა და ჩიკოტელას შერიგებას?! (გაითვალისწინე, რომ ზოგი ცდილობდა ჩირიკისა და ჩიკოტელას შერიგებას და ზოგი კი– პირიქით,– ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ. წარმოაჩინე თხზულებაში ორივე ეს პოზიცია.

ინგლისური: round-up მე-4 თავი და ravision exercises I

ისტორია: გავასწოროთ ტესტის შეცდომები რვეულში.

ქიმია: თავი II-6. დასაწერად: 2, 3, 4 და სავარჯიშოები 1, 2, 3.

Monday 29 March 2010

29/03/10

ქართული:

გიორგი ლეონიძე – "ჩირიკი და ჩიკოტელა" 
წერითი დავალება: 1.სიზმართა შუა (თავისუფალი თემა ან თემა ნაწარმოებიდან გამომდინარე)
2. განმარტე სქოლიოში მოცემული სიტყვები და წინადადებები გადმოეცი სალიტერატურო ქართულით.
3. ამოიწერე ტექსტიდან ის თვისებები, რომელიც ახასიათებდათ ჩირიკსა და ჩიკოტელას.
4.გაიაზრე და შენი სიტყვებით გადმოეცი, რას გულისხმობს შემდეგი ხალხური გამონათქვამები:

"დანის ყელზე მიმიყვანა";
"გველის ფხაში გავძვრები და არ შევარჩენო";
"ნუ აუჩქარდები ჩირიკს";
"სულ ამ ვენახის მიჯნისათვის ეჭინჭრებოდა ჩირიკს გულნამცეცა ჩიკოტელა".

მათემატიკა: ტესტი

ინგლისური: მე-3 თავის 3 აბზაცი თითქმის ზეპირად. პირველი და მე-2 სავარჯიშოები დასაწერად.

ფრანგული: სიტყვები ზეპირად.

Sunday 28 March 2010

28/03/10

ბავშვებო პირველ რიგში გი~ხდიტ დიდ ბოდიშს იმისთვის, რომ წინა დავალებაში არ ეწერა მატემატიკის დავალება და რომ ამ დავალებას ვდებ დაგვიანებით. ბოდიში!

ქარტული:

გიორგი ლეონიძე – "ჩირიკი და ჩიკოტელა"
(მესამე ნაწილი – გვ.101–103; " აინუნშიაც არ ააგდებდა...")

წერითი დავალება :
1. განვმარტოთ სქოიოში მოცემული სიტყვები და წინადადებები გადმოეცი სალიტერატურო ქართულით.
2. ამოვიწეროთ ტექსტიდან ის თვისებები, რომელიც ახასიათებდათ ჩირიკსა და ჩიკოტელას.
3. გაიაზრე და შენი სიტყვებით გადმოეცი, რას გულისხმობს შემდეგი ხალხური გამონათქვამები:
"დრო დააბერა ბებომ" ( თავთუხაზეა ნათქვამი, რომელიც ას წელზე მეტის ყოფილა)
"სიზმართა შუაა!" ( ხალხი ამბობდა ჩიკოტელაზე)
"ცეცხლს წყალი დროზე უნდა მიუღვარო" (ჩიკოტელას ნათქვამია)
4. დავწეროთ პატარა თხზულება მოთხრობაში მოცემული ხალხური თქმულების მიხედვით: როგორ გაჩნდა ღვარძლი ქვეყნად?


ორშაბათი, 29,03,10. ტესტი ქართულ ენაში
მასალა: სახელმძღვანელოდან პარაგრაფი 21–დან პარაგრაფი 37–მდე.

მატემატიკა: გვ. 59, 60, 63

ინგლისური: მე-3 თავი ნახევრამდე თხრობით და დასაწერი მე-2 თავის სავარჯიშოები

Thursday 25 March 2010

დავალება!

ლიტერატურა :
გიორგი ლეონიძე – "ჩირიკი და ჩიკოტელა" (მეორე ნაწილი) – გვ.99–101 ("მას აქეთ ღვარძლი გამრავლდა პურში და ადამიანის გულშიცო").
წერითი დავალება:

განმარტე ჩირიკის ნათქვამი: ირემმა ირემს ბალახი მიუშვირაო, განა თუ გაკლიაო!"
იმსჯელე:
არსებობს ასეთი ხალხური გამოთქმა" ყველა მიწვება,მოწვება,ჩირიკი ხეზე გაწვება!" ამ გამოთქმის გათვალისწინებით, რას გეუბნება პერსონაჟთა სახელები, უფრო სწორად თიკუნები. (პასუხი დაასაბუთე მსჯელობით).
როგორ შეაფასებდი ჩირიკის საქციელს: შებინდებისას სოფლის ნახირს რომ დახვდებოდა და შინ მიერეკებოდა, თითქოს, თვითონაც სჯეროდა თავისის სიტყვებისა. (პასუხი დაასაბუთე მსჯელობით).

ჩიკოტელა არც ერთ საუფლო დღესასწაულს არ გამოტოვებდა, რა დგას მისი ამგვარი საქციელის უკან–დიდი მორწმუნეობა თუ დიდი სიზარმაცე? (პასუხი დაასაბუთე მსჯელობით)

ინგლისური: round-up მესამე თავი მთლიანად.

Wednesday 24 March 2010

25/03/2010

ენა:
1. სრულიად, სავსებით, აბსოლუტურად (თეორია +სავარჯიშოები)
2. ნაცვალსახელების მართლწერასთან დაკავშირებული საკითხები
პირველი და მეორე ნაწილი (თეორია+სავარჯიშები) 

მათემატიკა: გვ.49 სავარჯიშო ნომერი 12. 

ისტორია: ტესტი გვ. 52-60 შევა ტესტში და გაიმეორეთ!  

ინგლისური:
"What are some special rules for chinese new year?" მეორე ნაწილი თხრობით. 

ფრანგული:სიტყვები ზეპირად. წიგნის რვეულში გვ.77 ტექსტი კარგად კითხვით.

Tuesday 23 March 2010

დავალებები!

ლიტერატურა: ოთხშაბათს, 24 მარტს გვაქვს ტესტი! შევა:
1) "მამული" - გ. ტაბიძე
2) "პატარძეული" - გ. ლეონიძე
3) "ვინა სთქვა" - ს. ჩიქოვანი
4) "არწივი" - ვაჟა-ფშაველა
5) "არწივებს ჩასძინებოდათ" - გ. ტაბიძე
6) "ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი" - რ. ინანიშვილი
7) "წამყე ბეთანიისაკენ" - გ. ტაბიძე

მათემატიკა: გვ. 45 სავარჯიშოები 15, 1, 2 და გვ. 46 სავარჯიშოები 3 - 9

ინგლისური: round-up მე-2 თავი მთლიანად.

ისტორია: ძველი საბერძნეთი + მასალა ამ თAვის შესახებ. (ინტერნეტში და წიგნებში)

ქიმია: ოთხშაბათს, 24 მარტს გვაქვს პრეზენტაცია!

Monday 22 March 2010

დავალებები 22/03/2010

დავალებები 23/03/2010-სთვის:

ლიტერატურა: გავაქვს წასაკითხი "ჩირიკი დეა ჩკოტელა", ავტორი გიორგი ლეონიძე.

დასაწერად გვაქვს:

I)ამოვიწეროთ ტექსტიდან ის თვისებები, რომლითაც ახასიათებს ავტორი ჩირიკსა და ჩიკოტელას.
II)განმარტე შენი სიტყვებით ხალხური გამოთქმა: 
1. "სადაც ნემსს შესდებს, სახნისს გამოიღებს"
2. "შეიძლება ღარიბები ვიყვნეთ ბალახზე, მაგრამ მდიდრები ვიყვნეთ სალამზე

მათემატიკა: შევავსოთ ცხრილი გვ. 41 სავარჯიშო ნომერი 17. ასევე ჩამოვწეროთ ასამდე ყველა სრულყოფილი ნატურალური რიცხვი.

ინგლისური: წავიკიტხოთ "What are some special rules for chinese new year?" და ნახევარი თხრობით. ასევე დავწეროთ შემდეგი 2 სავარჯიშო.

!!!!!!!!

ეს ბლოგი შეიქმნა ბაკურ სულაკაურის მე-6კლასის მოსწავლეებისთვის. აქ ყოველდღიურად დაიდება დავალებები!(მით უმეტეს ბიჭებისთვის)გთხოვთ წაიკითხოთ და შეასრულოთ დავალებები :)